საზოგადოება
16.06.2026 15:45
მწვანე ბანაკში - „კლიმატის ელჩები“ მონაწილეების შერსარჩევად კონკურსი გამოცხადდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, მწვანე ბანაკში - „კლიმატის ელჩები“ მონაწილეების შერსარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ბანაკი მიზნად ისახავს 15-17 წლის ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი საკითხების და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ბანაკი, ასევე, ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის გუნდური მუშაობის ჩვევების გაძლიერებას, კომუნიკაციის უნარების განვითარებას, პროექტების წერის და პრეზენტაციის ტექნიკების შესწავლას.

„მწვანე ბანაკს 23 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ბაკურიანი უმასპინძლებს.

მონაწილეები, ლიდერებთან ერთად, შეიმუშავებენ ერთობლივ ინიციატივებს გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლებსაც ადგილობრივ დონეზე განახორციელებენ.

რაც შეეხება მონაწილეებს, ახალგაზრდები საქართველოს მასშტაბით შეირჩევიან. პროგრამა ინკლუზიურია და მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვისაც ხელმისაწვდომია. შესაბამისი პირობები იქნება უზრუნველყოფილი.

ბანაკთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია პროექტის ადვოკატირების სპეციალისტი მარიამ აღდგომელაშვილი (ტელ: 579070299, ელ.ფოსტა: mariam. agdgomelashvili@ eiec.gov .ge)“, - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

მწვანე ბანაკში - „კლიმატის ელჩები“ მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო ფორმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ბმულზე უნდა შეავსონ. აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა 25 ივნისია.

 

კვირის ამბები