საზოგადოება
17.06.2026 12:20
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ნიქოზის ხელოვნების სკოლა მოინახულა და სკოლის მოსწავლეებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისგან სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების გარდა, 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გათვალისწინებული საჩუქრები ქვეშის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და ბოშურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს.

„ინიციატივის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალმთიან და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს. პროექტის მიზანი ბავშვების მხარდაჭერა, მათ მიმართ ზრუნვის და თანადგომის გამოხატვაა“, - აღნიშნეს გორის მერიაში.
კვირის ამბები