სპორტულ და რეკრეაციულ სივრცეებში გამწვანების და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს
გორში, სპორტულ მოედნებსა და სკვერებში გამწვანების და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმააციით, მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის სამუშაოები ყოველდღიურად ხორციელდება. ითიბება ბალახი, ირწყვება მცენარეები და მიმდინარეობს ხეების გადაბელვა.
აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, კეთილმოწყობის სააგნტოს თანამშრომლები საერთო სარგებლობის სივრცეებში დაზინებულ ინვენტარს აახლებენ. გარდა ამისა, ტროტუარებს აწესრიგებენ და გარე განათების ქსელზე სანათებს ცვლიან.