

ქართულ-პოლონური სასწავლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები პოლონეთში გაემგზავრებიან. პროექტის 10 მონაწილე, სპეციალური სასწავლო კურსის გასავლელად, უცხოეთში 20 ოქტომბერს გაემგზავრება.
ზემოხსენებული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის იდეა გორისა და ტომაშოვ ლუბელსკის (პოლონეთი) მუნიციპალიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში წარმოიშვა და ერთკვირიანი გაცვლითი პროგრამის ორგანიზებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში 10 ქართველი და 10 პოლონელი ახალგაზრდა ერთობლივად ჩაერთვება სხვადასხვა სახის აქტივობებში და არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით სოციალურ უნარებს განივითარებენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს