

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფაგლებში დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა, ერთ-ერთი აკრძალვა სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის ტაქსების გადაადგილებასაც ეხება.
მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება ტაქსების მოძრაობაც.
რაც შეეხება სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას, არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს