

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ ბოლო ერთი დღის განმავლობაში 15 ერთეულით მოიმატა და 385-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.
ვებ.გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 4971 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 519 პირი იმყოფება.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს