საინტერესო ამბები
05.08.2026 10:49
მილიონი დოლარი ,,ციდან“
ხშირად გამოიყენება გადატანითი მნიშვნელობით - „ფულის წვიმა“, თუმცა, ჩეხეთში რეალურად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ციდან ფული ცვიოდა.

ჩეხეთში, 2023 წელს, ჩეხმა მილიონერმა, კამილ ბარტოშეკმა ინტერნეტ სივრცეში ერთგვარი თამაში წამოიწყო, რომლის გამარჯვებულებმა დაშიფრული კოდი მიიღეს.

კოდი მიანიშნებდა გარკვეულ ადგილზე, რომელიც ჩეხეთის ქალაქ ლიზა-ნად-ლაბემის სიახლოვეს მდებარეობდა, სადაც ჯილდო უნდა მიეღოთ.

აღნიშნულ დღეს, ლიზა-ნად-ლაბემის ერთ კონკრეტულ ადგილზე ოთხი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

კამილ ბარტოშეკმა შეკრებილებს ვერტმფრენით გადაუფრინა და თავზე მილიონი ცალი 1-დოლარიანი კუპიურა გადმოაყარა.

ხალხი მინდორში დარბოდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ფული აეკრიფა, დაახლოებით 1 საათში, მინდორში არცერთი კუპიურა აღარ იყო.
კვირის ამბები