

გასული წლებისგან განსხვავებით, იერუსალიმის მთავარ ტაძარში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მხოლოდ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი და აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენელი რამდენიმე სასულიერო პირი იმყოფებოდა.
მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
ზეციური ცეცხლის რიტუალი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში III საუკუნიდან სრულდება.
წმინდა ცეცხლს სხვადასხვა ქვეყანაში სპეცრეისებით წააბრძანებენ, თუმცა თვითმფრინავში მყოფ პირებს ბორტის დატოვების უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ადგილზე მიაწვდიან.
წმინდა ცეცხლს ჩამოაბრძანებენ საქართველოში, საბერძნეთში, უკრაინაში, სერბეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და რუსეთში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს