მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. გორისა და ატენის ეპარქიაში სადღესასწაულო ლიტურგია დღეს ტარდება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. გორისა და ატენის ეპარქიაში აღდგომის ღამისმსახურება არ ჩატარდა. სადღესასწაულო ლიტურგია ეპარქიის ტაძრებში ახლა მიმდინარეობს. იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლის წაღების საშუალებაც მრევლს დღეს მიეცემა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა და არსებული სანქციები გაიზარდა.
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.