

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5094 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი - 547 პაციენტი.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 86 პირი გამოჯანმრთელდა, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს