საქართველოს ადაპტირებული ძიუდოს ნაკრებმა ადაპტირებული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა
საქართველოს ადაპტირებული ძიუდოს ნაკრებმა „ქართულმა ძალამ“, ადაპტირებული ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
შვედეთის ქალაქ ლინდესბერგში გამართულ პლანეტის პირველობაზე, სადაც გუნდი სულ 6 სპორტსმენის შემადგენლობით ასპარეზობდა, ქართველმა ათლეტებმა 3 ბრინჯაოს მედალი და გუნდური მესამე ადგილი მოიპოვეს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის და თბილისის მერიის მხარდაჭერით, „ქართული ძალა“ ამ შეჯიბრზე ისტორიაში პირველად გამოვიდა და აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადაპტირებული ძიუდოს ნაკრები გასულ წელს შეიქმნა.
ცნობისთვის, ადაპტირებული ძიუდოს ნაკრები სპორტული გუნდია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საჭიროების მქონე პირებითაა დაკომპლექტებული. ამ ნაკრების წევრები ვარჯიშობენ და ეჯიბრებიან ძიუდოში, სადაც წესები და ვარჯიშის პროცესი მათ ფიზიკურ თუ სენსორულ შესაძლებლობებზეა მორგებული.