შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კარატისტები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ.
გორელთაგან მედლებისთვის დაჩი ღვინიაშვილი, გაბრიელ გაბარაევი, გიორგი მოციქულაშვილი და მედეა დარჩიძე (მწვრთნელი: ლევან სადაღაშვილი) იბრძოლებენ.
შეჯიბრი 21-23 აგვისტოს ჩატარდება და თურქეთი უმასპინძლებს. ასპარეზობები კარატეს ორ სახეობაში - კატასა და კუმიტეში გაიმართება.