19 აგვისტოს მსოფლიო ისტორიაში არაერთი მნიშვნლოვანი მოვლენა მოხდა.
მართლმადიდებლური ეკლესია 19 აგვისტოს 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს - მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს.
გაეროს ინიციატივით აღინიშნება ჰუმანიტარული დახმარების მსოფლიო დღე.
ფოტოგრაფიის მსოფლიო დღე, რომელიც უკავშირდება 1839 წლის 19 აგვისტოს, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ დაგეროტიპის (ფოტოგრაფიის პირველი პრაქტიკული მეთოდი) პატენტი საჩუქრად გადასცა მსოფლიოს.
1692 წელს, მასაჩუსეტსში, სალემის ცნობილი სასამართლო პროცესების დროს, „ჯადოქრობის“ ბრალდებით ხუთი ადამიანი ჩამოახრჩვეს.
1960 წელს, საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა ხომალდი „სპუტნიკ-5“, რომლის ბორტზეც ძაღლები იმყოფებოდნენ. ისინი პირველი ცხოველები გახდნენ, რომლებიც კოსმოსიდან უვნებლად დაბრუნდნენ.
2003 წელს, ბაღდადში, გაეროს შტაბ-ბინაზე განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა, რომელსაც 22 ადამიანი ემსხვერპლა.
1883 წელს დაიბადა ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი, მოდის სახლის „Chanel“ დამფუძნებელი კოკო შანელი.