სპორტი
20.08.2026 12:38
სპორტის სამინისტრომ სპორტული ორგანიზაციის აღიარების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო
საქართველოს სპორტის სამინისტრომ სპორტული ორგანიზაციის აღიარების მიზნით, რომელიც საერთაშორისო ეთნოსპორტული სახეობების თამაშებში ქართული დელეგაციის მონაწილეობას უზრუნველყოფს, განცხადებების მიღება დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი 28 აგვისტოს დასრულდება და სპორტულმა ორგანიზაციებმა აღიარების შესახებ განცხადება შემდეგი დანართით უნდა წარადგინონ:

რეგისტრაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ორგანიზაციის მოქმედი წესდება; შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ორგანიზაციის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში (ორგანიზაციის დაფუძნებიდან დღემდე, №1 დანართის შესაბამისად);
ინფორმაცია სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა რაოდენობის შესახებ (№2 დანართის შესაბამისად).

მსურველებს დანართების ნახვა საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 599 90 80 88.
კვირის ამბები