Meta-ს დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის გოთიკური სტილის ციხესიმაგრე შეიძინა
Meta-ს დამფუძნებელმა და მილიარდერმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში, უოტერფორდის საგრაფოში მდებარე ისტორიული, მე-19 საუკუნის გოთიკური სტილის ციხესიმაგრე (Strancally Castle) შეიძინა.
„სტრანკალის ციხესიმაგრეზე“ სამსართულიანი, ქვისგან ნაგები შენობაა, რომელიც 1830 წელს, ყოფილი ინგლისელი პოლიტიკოსის, ჯონ კილისთვის აშენდა. პროექტი ლეგენდარულ არქიტექტორებს, ჯეიმს და ჯორჯ რიჩარდ პეინებს ეკუთვნით.
ბოლო 25 წლის განმავლობაში ციხესიმაგრის მფლობელი იყო ბრიტანელი ფინანსისტის მაიკლ ალენ-ბაკლის ოჯახი.
რა ფასად შეიძინა ცუკერბერგმა ქონება, ჯერჯერობის უცნობია, თუმცა, ირლანდიური მედია მის ღირებულებას 23-დან 35 მილიონ დოლარამდე აფასებს.
მარკ ცუკერბერგი და მისი ოჯახი ამ ციხესიმაგრეში მუდმივად ცხოვრებას არ აპირებს და ამ მამულს აშშ-იდან ირლანდიაში სტუმრობისას გამოიყენებს.
ციხესიმაგრე 200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ირალნდიაში Meta-ს იმ საერთაშორისო შტაბ-ბინიდან, სადაც 1 500-მდე ადამიანია დასაქმებული.