კონსტანტინე ბუზალაძემ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი დროული გადაჭრის გზები განიხილეს. გარდა ამისა, მუნიციპალური სამსახურების საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებებზე, სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტული საკითხებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტის განვითარებას და მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს.
„შეხვედრის ფარგლებში, კონსტანტინე ბუზალაძემ ყურადღება გაამახვილა მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე და აღნიშნა, რომ მერიის საქმიანობის ერთ - ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული, ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი მუშაობაა“, - აღნიშულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.