საინტერესო ამბები
26.08.2026 09:47
26 აგვისტო - რა მოხდა ამ დღეს
26 აგვისტო - 2026 წლის დასრულებამდე დარჩენილია 127 დღე.

საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში ამ დღეს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა.

1071 წელი - მოხდა მანასკერტის ბრძოლა, სადაც თურქ-სელჩუკებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიის არმია და იმპერატორი რომანოზ IV დიოგენე ტყვედ ჩაიგდეს.

1346 წელი - კრესის ბრძოლაში ინგლისელებმა საფრანგეთის ჯარები დაამარცხეს, რაც ასწლიანი ომის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი გახდა.

1920 წელი - აშშ-ში ძალაში შევიდა კონსტიტუციის მე-19 შესწორება, რომელმაც ქალებს საარჩევნო უფლება მიანიჭა.

1978 წელი - რომის პაპად აირჩიეს იოანე პავლე I.

2008 წელი - რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

1910 წელი - დაიბადა დედა ტერეზა, ალბანელი კათოლიკე მონაზონი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ და 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას.
კვირის ამბები