საინტერესო ამბები
02.09.2026 09:52
2 სექტემბერი - რა მოხდა ამ დღეს
2 სექტემბერი ისტორიაში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მოვლენით არის ცნობილი, რომელთაგან ყველაზე მთავარი მეორე მსოფლიო ომის ოფიციალური დასრულებაა.

1945 წელი - მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა. 1945 წლის მაისში გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი წყნარ ოკეანეში იაპონიის წინააღმდეგ კიდევ 4 თვეს, უკიდურესად სასტიკი ფორმით გრძელდებოდა. 2 სექტემბერს კი, ამერიკულ სახაზო ხომალდ „მისურიზე“ ხელი მოეწერა იაპონიის კაპიტულაციის აქტს და მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა.

1666 წელი - დაიწყო ლონდონის დიდი ხანძარი, რომელმაც ოთხ დღეში ქალაქის 80% და თითქმის 13 000 სახლი გაანადგურა.

1945 წელი - ჰოში მინმა გამოაცხადა ვიეტნამის დამოუკიდებლობა საფრანგეთისგან და შეიქმნა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა.

1792 წელ - საფრანგეთის რევოლუციის დროს დაიწყო „სექტემბრის მკვლელობები“ - პარიზში სიკვდილით დასაჯეს ათასზე მეტი პატიმარი.

1991 წელი - თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) მიტინგის დარბევისას, სამთავრობო ძალებმა მიტინგი ძალის გამოყენებით დაარბიეს. გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და დაშავდა. ამ მოვლენამ დასაბამი მისცა სამოქალაქო დაპირისპირებას და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას.
კვირის ამბები