წლის ბოლომდე დარჩენილია 118 დღე. აქედან, 36 დასვენების დღეა - 34 შაბათ-კვირა და
2 ოფიციალური უქმე დღე - 14 ოქტომბერი (ოთხშაბათი) სვეტიცხოვლობა და 23 ნოემბერი (ორშაბათი) გიორგობა.
4 სექტემბერი გეომაგნიტური დღეა, რაც განსაკუთრებით მოქმედებს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, ამიტომ ასტროლოგები მეტ დასვენებასა და სიმშვიდის შენარჩუნებას გვირჩევენ. დღევანდელი დღე საუკეთესოა ვერძის, მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი
აქტიური და ინიციატივით სავსე დღეა. სამსახურში საინტერესო შესაძლებლობები გამოჩნდება, თუმცა, მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და გადაღლას.

კურო
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. საუკეთესო პერიოდია სამომავლო გეგმების დასახვის და უკვე დაწყებული საქმეების დასასრულებლად.

ტყუპები
კომუნიკაციის, ახალი ნაცნობობისა და იდეების გაზიარების დღეა. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და გარშემომყოფებთან კონფლიქტს მოერიდოთ.

კირჩხიბი
ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას, ის სწორ გზას გიჩვენებთ. კარგი დღეა ოჯახური გარემოს გასაუმჯობესებლად და პირადი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.

ლომი
პროფესიული აქტიურობისა და აღიარების პერიოდია. თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება, თუმცა, ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი კოლეგების მიმართ.

ქალწული
ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე, როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. ფინანსური თვალსაზრისით სტაბილური დღეა, მაგრამ მსხვილ ხარჯებს მოერიდეთ.

სასწორი
ჰარმონიისა და ბალანსის პოვნის დროა. პარტნიორულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევას შეძლებთ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ.

მორიელი
ენერგიული დღეა, რაც დაგროვილი საქმეების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა, თუ ამის საჭიროებას იგრძნობთ.

მშვილდოსანი
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიშანი ხართ დღეს. პოზიტიური განწყობა და იღბალი თან გდევთ როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში.

თხის რქა
დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისა და იდეების რეალიზებისთვის. მოულოდნელი ზარი ან შეტყობინება ძველი ნაცნობისგან განწყობას აგიმაღლებთ.

მერწყული
თქვენთვის პოზიტიური და პროდუქტიული დღეა. ახალი ინფორმაციის მიღება ან მგზავრობა საინტერესო პერსპექტივებს გპირდებათ.

თევზები
ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. კარგი დღეა ფინანსური გეგმების გადასახედად და ენერგიის აღსადგენად.