საზოგადოება
07.09.2026 10:03
ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი გორის მუნიციპალიტეტისთვის
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი. იწვიმებს დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში - შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში.

ამასთან, დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია ქარი.

რაც შეეხება ამინდის გრძელვადიან პროგნოზს გორის მუნიციპალიტეტისთვის, გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას მომდევნო 10 დღისთვის.

7 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი 14 საათამდე, 15-დან 17 საათამდე გამოიდარებს, საღამოს საათებში კი კვლავ ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს.

დღის გარკვეულ მონაკვეთებში მცირე ნალექი, ღრუბლიანობა და +20 გრადუსია ნავარაუდევი გორში 8 სექტემბერს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, გორის მუნიციპალიტეტში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი 9-დან 15 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა კი +24-26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რაც შეეხება 16 სექტემბერს, პერიოდულად ნალექი და +25 გრადუსია მოსალოდნელი.
კვირის ამბები