გორის მუნიციპალიტეტში სკვერების მოწყობა-განახლება გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, წელს, მუნიციპალიტეტს ექვსი განახლებული დასასვენებელი სივრცე შეემატება. პარალელურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარეობს არსებული სკვერების რეაბილიტაციაც.
რაც შეეხება პროექტებს, სამი დასრულდა: ახალი და განახლებული სივრცეებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია გორში, ყიფიანის ქუჩა N32-ის მიმდებარედ, სოფლებში - თორტიზასა და ტირძნისში.
სამი პროექტი კი გრძელდება. ახალი სკვერების მოწყობა მიმდინარეობს სოფლებში - ქიწნისსა და ზეღდულეთში, ასევე გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე.