2026 წლის 8 სექტემბერი გეომაგნიტური დღეა, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მქონე ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ და მეტი დაისვენონ.

ვერძი
აქტიური დღე გელით. მთვარის ცეცხლოვანი ენერგია და მარსის მხარდაჭერა შთაგონებით აგავსებთ. მიმართეთ ძალები შემოქმედებითი პროექტებისა და დიდი ხნით გადადებული საქმეების დასრულებისკენ.

კურო
ყურადღების ცენტრში ოჯახი, სახლი და თქვენი ფესვები იქნება. კარგი დღეა საცხოვრებელი გარემოს გასაუმჯობესებლად. მოერიდეთ ემოციურ გადაჭარბებას და კონფლიქტებს ახლობლებთან.

ტყუპები
დღეს ოპტიმიზმით ხართ სავსე. ეცადეთ, ნაკლები ფული დახარჯოთ, რათა სამომავლოდ ვალების აღება არ დაგჭირდეთ. გარშემომყოფების კრიტიკას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, სწორად შერჩეული სიტყვები წარმატებას მოგიტანთ.

კირჩხიბი
თქვენი დარწმუნების უნარი დღეს ძალიან მაღალია. ფინანსური გადაწყვეტილებებისა და ინვესტიციების განხილვისთვის შესანიშნავი დროა. დაფიქრდით, რა გსურთ სხვებისგან და პირდაპირ უთხარით მათ.

ლომი
ეს თქვენი დღეა, რადგან მთვარე და იუპიტერი სწორედ თქვენს ნიშანში ერთიანდებიან. თავდაჯერებულობა და პოზიტიური ენერგია ნებისმიერ დარბაზს შეავსებს. კარგი დროა საკუთარი ნიჭის გამოსავლენად.

ქალწული
მზე კვლავ თქვენს ნიშანშია და პრაქტიკულ აზროვნებას გიძლიერებთ. დღეს შესაძლოა მიხვდეთ რაღაც მნიშვნელოვანს, რაც დიდ შვებას მოგიტანთ. იდეალური დროა დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.

სასწორი
სწორი ადამიანების გარემოცვა შეგახსენებთ, თუ რამდენი რამ არის შესაძლებელი. თუ ადრე უსიამოვნო სიტუაციებს თვალს არიდებდით, დღეს მათი მოგვარებით საქმე სწრაფად გამოსწორდება.

მორიელი
თქვენი შრომა და პროფესიონალიზმი უფროსებისა და გარშემომყოფების მხრიდან დიდ მოწონებას დაიმსახურებს. დაიცავით თქვენი პრინციპები, მაგრამ ნუ მიიღებთ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად – დღე მხიარული უნდა იყოს.

მშვილდოსანი
ეს თქვენთვის ნამდვილად გამარჯვების დღეა. ახალი იდეები და პერსპექტივები სამყაროს სულ სხვა თვალით დაგანახებთ. იმოქმედეთ მიზანმიმართულად და გონივრულად.

თხის რქა
პრაქტიკული საუბრები დაგეხმარებათ, რომ საერთო საქმეები და პასუხისმგებლობები ბევრად უფრო მარტივად გადაინაწილოთ. დღეს კარგად დაინახავთ, თუ რამდენად შორს წახვედით თქვენს განვითარებაში.

მერწყული
ყურადღება გაამახვილეთ პარტნიორულ ურთერთობებზე. დღეს მიხვდებით, რომელი ძველი ჩვევა გიშლით ხელს წინსვლაში და მზად იქნებით მის დასატოვებლად.

თევზები
უკონტროლო ემოციებმა შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ. გახსოვდეთ, რომ პირდაპირობა და სიმართლე ბევრად უკეთესია, ვიდრე ეჭვები და ვარაუდები.