9 სექტემბერი მრავალი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და სამხედრო მოვლენით არის გამორჩეული.
ამ დღეს დაარსდა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩამოყალიბდა ჩრდილოეთ კორეა და რამდენიმე ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა.
1776 წელი – კონტინენტურმა კონგრესმა ოფიციალურად შეცვალა ქვეყნის სახელი და ,,გაერთიანებული კოლონიების" ნაცვლად უწოდა ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ).
1850 წელი – კალიფორნია გახდა აშშ-ის რიგით 31-ე შტატი.
1948 წელი – საბჭოთა ჯარების გაყვანის შემდეგ, გამოცხადდა ჩრდილოეთ კორეის (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) შექმნა დედაქალაქით - ფხენიანი.
1956 წელი – როკ-ენ-როლის მეფე ელვის პრესლი პირველად გამოვიდა ეროვნულ ტელევიზიაში (,,ედ სალივანის შოუში"), რამაც გადატრიალება მოახდინა მუსიკის ისტორიაში.
1991 წელი – ტაჯიკეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1995 წელი – კომპანია Sony-მ აშშ-ში გამოუშვა პირველი საკულტო სათამაშო კონსოლი PlayStation.
2015 წელი – დედოფალი ელისაბედ II გახდა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მოღვაწე მონარქი, მან გადაასწრო დედოფალ ვიქტორიას რეკორდს.
1828 წლის 9 სექტემბერს დაიბადა ლევ ტოლსტოი, მსოფლიო დონის რუსი მწერალი.
1890 წლის 9 სექტემბერს დაიბადა პოლკოვნიკი სანდერსი, ამერიკელი ბიზნესმენი, სწრაფი კვების რესტორნების ქსელის, KFC-ის დამფუძნებელი.
1995 წლიდან, ესთეტიკისა და კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კომიტეტის (CIDESCO) ინიციატივით, ყოველ 9 სექტემბერს აღინიშნება სილამაზის საერთაშორისო დღე.
დღეს ტაჯიკეთის დამოუკიდებლობის დღეა.
ჩრდილოეთ კორეა მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.