

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განთავსდა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge.
ეს არის საქართველოში კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მე-5 შემთხვევა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 579 პაციენტი.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა - 98, გარდაცვლილია 5 პაციენტი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს