სპორტი
06.10.2026 10:50
„ივერიონის“ 22-წლამდელთა გუნდი „დინამოს“ დაუპირისპირდა - საკალათბურთო მატჩი გორელთა გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს ჩემპიონატზე 22-წლამდელთა შორის გორის საკალათბურთო გუნდი „ივერიონი“ „დინამოს“ დაუპირისპირდა.
სადებიუტო მატჩი გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 87:80 დასრულდა.

კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეტევაში განსაკუთრებით გორელი ალექსანდრე გოგიჩაშვილი და გიორგი ქრისტესიაშვილი აქტიურობდნენ, ხოლო ფარქვეშ და დაცვაში მნიშვნელოვანი სამუშაო ნუგზარ ბუთხუზმა შეასრულა.

„მადლობას გადავუხდი ბიჭებს მონდომებისთვის და იმისთვის, რასაც მოედანზე აკეთებდნენ. დარწმუნებული ვარ, მომავალ თამაშებს მეტად ძლიერები შევხვდებით“ - აღნიშნა „ივერიიონის“ 22-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გურამ ბლუაშვილმა.
კვირის ამბები