

ცოტა ხნის წინ, შიდა ქართლში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი მონაწილე - კასპში მცხოვრები შალვა გოჩიტაშვილი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შალვა გოჩიტაშვილი 1924 წლის 2 თებერვალს დაიბადა. როდესაც მე-2 მსოფლიო ომში გაიწვიეს, 18 წლის ჯერ არ იყო.
იგი სამხედრო სამსახურში 6 წლის განმავლობაში მსახურობდა (ჯერ მეორე მსოფლიო ომში, შემდეგ კი - ჯარში).
შალვა გოჩიტაშვილი ყოველ წელს აღნიშნავდა 9 მაისს - ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, აღნიშნულ დღესასწაულს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს ყოველწლიურად ულოცავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შალვა გოჩიტაშვილი ერთადერთი ვეტერანიღა იყო შიდა ქართლში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთაგან.