15 ოქტომბერი ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი გარდამტეხი მოვლენით არის ცნობილი როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.
740 წელი - არაბთა წინააღმდეგ მებრძოლი არგვეთის მთავრები, წმინდა დავით და კონსტანტინე, მურვან-ყრუს ბრძანებით რიონში გადაყარეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 ოქტომბერს მათ ხსენების დღეს - მოწამეთობას აღნიშნავს.
1582 წელი - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში (იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი) ოფიციალურად შემოიღეს გრიგორიანული კალენდარი. რეფორმის გამო, 4 ოქტომბრის (ხუთშაბათის) მომდევნო დღედ პირდაპირ 15 ოქტომბერი (პარასკევი) გამოცხადდა.
1815 წელი - საფრანგეთის ყოფილი იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებაში ჩავიდა, სადაც გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები.
1917 წელი - პირველი მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთში, გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს ლეგენდარული მოცეკვავემატა ჰარი.
1981 წელი - ლოს-ანჯელესში დაარსდა ლეგენდარული ამერიკული მეტალ-ჯგუფი Metallica.
2003 წელი - ჩინეთმა კოსმოსში გაუშვა თავისი პირველი პილოტირებული ხომალდი „შენჟუ 5“, რითაც გახდა მსოფლიოში მესამე ქვეყანა (სსრკ-ისა და აშშ-ის შემდეგ), რომელმაც გაგზავნა ადამიანი კოსმოსში.
1808 წელი - დაიბადა გამოჩენილი სომეხი მწერალი და განმანათლებელი ხაჩატურ აბოვიანი, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული თბილისთან.
1911 წლის 15 ოქტომბერს დაიბადა კინორეჟისორი მერი ანჯაფარიძე, ცნობილი ქართველი მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის და.