ქალაქის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ „ენერგო პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს.
როგორც სამსახურში განმარტეს, ელექტროენერგიის გათიშვა სისტემური ავარიის გამო მოხდა. ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტროენერგიის მიწოდება, დაახლოებით, 40 წუთში აღდგება.