საზოგადოება
15.10.2026 16:02
გორში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს
გორში საშემოდგომო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების მოსაწესრიგებლად სხვადასხვა სახის სამუშაო რამდენიმე ლოკაციაზე ხორციელდება. ფოთოლშემკრები სპეციალური ტექნიკის დახმარებით ქალაქის ქუჩები და სკვერები ჩამოცვენილი ფოთლებისგან იწმინდება.

„შემოდგომის სეზონზე გორის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ქალაქის სისუფთავის და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნებას ემსახურება“, - აცხადებენ სააგენტოში.
კვირის ამბები