რა უნდა გავითვალისწინოთ მაცივარში პროდუქტის შენახვისას - სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს რეკომენდაციებს სთავაზობს
მითია, რომ მაცივარში შენახული ყველა პროდუქტი უსაფრთხოა - ფაქტი კი ისაა, რომ მაცივარი მიკროორგანიზმების გამრავლებას ანელებს, მაგრამ სრულად ვერ აჩერებს, - სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვას ურჩევს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, პროდუქტის მაცივარში მოთავსება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მისი შენახვა განუსაზღვრელი ვადით შეიძლება. მნიშვნელოვანია მაცივარში შესაბამისი ტემპერატურის დაცვა და თითოეული პროდუქტის შენახვის ვადის გათვალისწინება.
„რა უნდა გავითვალისწინოთ მაცივარში პროდუქტის შენახვისას? ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულ შენახვის პირობებს და ვადას. გახსოვდეთ, რომ შეფუთვის გახსნის შემდეგ პროდუქტის შენახვის ვადა შეიძლება განსხვავდებოდეს გაუხსნელი პროდუქტის ვადისგან.
მაცივარი პროდუქტს უფრო დიდხანს ინახავს, მაგრამ უსაფრთხოების წესებს ვერ ანაცვლებს“, - აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.