გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან.
18 ოქტომბერს მაყურებელი გორის თეატრის სცენაზე ედუარდო დე ფილიპოს პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „აჩრდილები“ იხილავს, რომლის რეჟისორიც სანდრო ელოშვილია.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება და გორის თეატრის ვარსკვლავოსანი მსახიობის კახა ბერიძის ხსოვნას ეძღვნება.
სპექტაკლში ნოდარ დოღონაძე (მარჯანიშვილის თეატრი), ანა ლევენეცი, ზვიად მაღალაშვილი, ქიშვარდ მანველიშვილი (კ. მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი), დალი ნათელაშვილი, ზურაბ პავლიაშვილი, მაკა შალიკაშვილი და ზურაბ ხინჩიკაშვილი მონაწილეობენ.
დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში (ტელ: 0370277932; 577390350) და საიტზე: biletebi.ge შეუძლია.