ხალხური რეწვის შემსწავლელი კურსები დასრულდა.
სასწავლო პროცესი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 9-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები და სამსახურის მიღმა მყოფი ქალები მონაწილეობდნენ. პროექტი 60-მდე ახალგაზრდამ გაიარა და უფასო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა კერამიკის დამუშავება, თექის და ფარდაგის ქსოვის ტექნიკები შეისწავლეს.
პროექტის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. დაჯილდოების პარალელურად, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მინი გალერეაში კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
„პროექტს გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება უკვე მესამე წელია ახორციელებს. რაც შეეხება პროგრამის მიზანს, ხალხური რეწვის განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.