21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი გამოირჩევა ურთიერთობების გააქტიურებით, თუმცა, ენერგეტიკულად ეს დღე ორ ნაწილად იყოფა - დღის პირველ ნახევარში ასტროლოგები სიმშვიდის და ძალების აღდგენისკენ მოგვიწოდებენ, ხოლო საღამოს, როდესაც მთვარე ცეცხლოვან ნიშანში გადავა, აქტიური მოქმედების დრო დგება.
ყველაზე წარმატებული და პოზიტიური დღე სასწორების და მშვილდოსნებისთვის იქნება.
ვერძი
დღის პირველი ნახევარი დასვენებას დაუთმეთ. საღამოდან მთვარე თქვენს ნიშანში გადმოდის, რაც უზარმაზარ ენერგიას, ვნებას და ლიდერულ შემართებას დაგიბრუნებთ.
კურო
დღის პირველი ნახევარი კარგია სულიერი პრაქტიკის და განმარტოებისთვის. ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ ნაჩქარევად.
ტყუპები
დღეს ფორტუნა თქვენს მხარესაა. რთულ კითხვებზე პასუხებს მოულოდნელად იპოვით, ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ ახალ ინფორმაციას. კარგი პერიოდია გაუგებარი ურთიერთობების დასალაგებლად.
კირჩხიბი
ყურადღება გაამახვილეთ პროფესიულ წინსვლასა და კარიერაზე. იყავით დიპლომატიური კოლეგებთან ურთიერთობისას და ნუ ჩაერევით სხვების საქმეებში, თუ ამას თავად არ გთხოვენ.
ლომი
კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად, სწავლის და მოგზაურობის დაგეგმვისთვის. საღამოს იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, რაც ახალი იდეების გენერირებაში დაგეხმარებათ.
ქალწული
ფინანსურ საკითხებში მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ რისკიან ინვესტიციებს და ფულის უყაირათოდ ხარჯვას. ინტუიცია სწორ გზას გიკარნახებთ.
სასწორი
თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი, რაც პოზიტიური განწყობით აგავსებთ.
მორიელი
საუკეთესო დღეა შეხვედრების და კომუნიკაციისთვის. განსაკუთრებული წარმატება ელით ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ნიშნებს (მწერლებს, მთარგმნელებს და ჟურნალისტებს).
მშვილდოსანი
წარმატებული და იღბლიანი დღე გელით. გამონახეთ დრო სასიამოვნო საყიდლებისთვის ან საყვარელი ჰობით დაკავებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობებში ჰარმონია ისადგურებს.
თხის რქა
მთელი ყურადღება სახლსა და ოჯახურ მყუდროებას დაუთმეთ. კარგი დღეა ბინის კეთილმოწყობის და ინტერიერის შეცვლისთვის. გარშემომყოფების აზრი დღეს მეორეხარისხოვანი უნდა იყოს.
მერწყული
საინტერესო ინფორმაციის მიღების ან ისეთი ადამიანის შეხვედრის შანსია, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის. თავისუფალი დრო რეალურ, ცოცხალ ურთიერთობებს დაუთმეთ.
თევზები
ნუ დარჩებით ჩრდილში და თამამად აჩვენეთ სხვებს თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. დაიცავით თქვენი პირადი საზღვრები და ნუ მისცემთ კოლეგებს თქვენი სიკეთით სარგებლობის უფლებას.