სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდა და სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 2-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას XI კლასის მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
დამსაქმებლის ინფორმაციით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს გამოხმაურების ვადა 24 ოქტომბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 2 ნოემბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.