გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 4 კილომეტრზე მეტია. პროექტი როგორც ძევერის გზის, ასევე სოფლების - ძევერის და შერთულის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.
შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სოფელ ძევერაში მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა გაეცნენ.