სპორტი
26.10.2026 10:41
გორელმა ძიუდოისტებმა დუშანბეს ახალგაზრდული გრან-პრი ორი მედლით დაასრულეს
გორელმა ძიუდოისტებმა დუშანბეს ახალგაზრდული გრან-პრი ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

საბა საბაშვილი ტურნირის ვიცე-ჩემპიონია. სპორტსმენმა რუს, ყაზახ და ეგვიპტელ მოწინააღმდეგეებს სძლია, ფინალში კი ყახაზ სპორტსმენთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ საბაშვილმა მიმდინარე წელს გამართულ ევროპის თასებზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დუშანბეს ახალგაზრდული გრან-პრის ბრინჯაოს პრიზიორია გორელი ქეთი რობაქიძეც. ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა. რობაქიძე კადეტთა შორის გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ბრინჯაოს პრიზიორია. გარდა ამისა, ევროპის თასზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

საპრიზო ადგილებზე გასული ორივე სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია (მწვრთნელები: ირაკლი ლომიძე და გიორგი თათრიშვილი).
კვირის ამბები