მარიამ ნუკრაძემ თენგიზ ამირეჯიბის პიანისტთა XII საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ მარიამ ნუკრაძემ თენგიზ ამირეჯიბის პიანისტთა XII საერთაშორისო კონკურსის III პრემია მოიპოვა.
ახალგაზრდა პიანისტი ჟიურის წინაშე ოცწუთიანი პროგრამით წარსდგა და ფრანც ლისტის - „ვალს-ექსპრომტი“, დიმიტრი კაბალევსკის სონატა, იოზეფ ჰაიდნის სონატა და მორიც მოშკოვსკის ეტიუდი შეასრულა.
მარიამ ნუკრაძე სამუსიკო სკოლის VI კლასის მოსწავლეა და მისი პედაგოგო ქეთევან ჯანდიერია.
„კონკურსი ახალგაზრდა პიანისტებს საშუალებას აძლევს, საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები წარმოაჩინონ, შეიძინონ სცენური გამოცდილება და თავიანთი შესრულება პროფესიონალ ჟიურის წარუდგინონ“, - აღნიშნულია სამუსკო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თენგიზ ამირეჯიბის პიანისტთა XII საერთაშორისო კონკურსი ბორჯომში ჩატარდა.