

Covid 19-ით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 444-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია ამის შესახებ განთავსებულია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე - stopcov.ge. ამავე ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დროსითვის, კარანტინის რეჟიმში რჩება 4949 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 555 პაციენტი.
გარდაცვლილია 5 პაციენტი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს