საზოგადოება
27.10.2026 15:43
ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი დაიწყო
ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი დღეიდან, 27 ოქტომბრიდან, დაიწყო.

როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, საწყის ეტაპზე, რიგითობის შესაბამისად, განაცხადების მიღების პირველ დღეს შესული დოკუმენტაცია დამუშავდა და გადამოწმების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადაეცა.

„დღეიდან, საქართველოს მასშტაბით, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას იწყებენ. მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება.

პარალელურ რეჟიმში, პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება, 2 ნოემბრის ჩათვლით, გრძელდება“, - აცხადებენ სააენტოში.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი.
კვირის ამბები