„საერთაშორისო ურთიერთობები და ეროვნული უსაფრთხოება“ - სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ ტრენინგკურსში მონაწილეობისთვის მიღება გამოაცხადა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია მოკლევადიან ტრენინგკურსზე - „საერთაშორისო ურთიერთობები და ეროვნული უსაფრთხოება“, მიღებას აცხადებს.
კურსში მონაწილეობის მიღება 21 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ და აპლიკაციები 2026 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით მიიღება.
„კურსის ფარგლებში მონაწილეები დარგის მოქმედი ექსპერტებისგან მიიღებენ ინფორმაციას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე პროცესებისა და მათი უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ.
რაც შეეხება შერჩევის პროცესს, შემდეგი ეტაპებისგან შედგება: აპლიკაციის მიღება, აპლიკაციის შერჩევა და გასაუბრება.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც ფლობს ერთ ან მეტ უცხო ენას.
პროექტში მონაწილეობა უფასოა და ტრენინგი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში (მის: ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა №4), 2026 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2026 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით, 19:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე გაიმართება.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე: https://forms.gle/wnWWrbqVxRpujeTTA