სპორტი
27.10.2026 16:53
საქართველოს თასის ნახევარფინალში „დილა“ „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში გორის „დილა“ „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.

საფეხბურთო მატჩი ხვალ, 28 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ბათუმი უმასპინძლებს.

ცნობისთვის, საქართველოს თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე გორის „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
კვირის ამბები