

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში 7, 8 და 28 ნოემბერს მორიგ პრემიერას აანონსებენ.
მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „მუსუსის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს მაყურებელს რეჟისორი ნანა ჯავახიშვილი წარუდგენს.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლში დაჩი ბაბუნაშვილი, ელენე დარჩია, კობა კოპაძე, გიორგი ჩოჩნიძე, გური შენგელია, ირაკლი სიქტურაშვილი, ნუკა ქევხიშვილი და კესანე ზაზუნაშვილი მონაწილეობენ.
მუსიკალური გაფორმება მარიამ კაპანაძეს ეკუთვნის (სპექტაკლში გამოყენებულია ჯანსუღ კახიძის მუსიკა). ქორეოგრაფი ნანა ბიბილაშვილი, მხატვარი სანდრო ჯავახიშვილი რეჟისორის თანაშემწე კი ალექსანდრე ოქროპირიძეა.
დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში (0370 27 79 32; 577 39 03 50) და საიტზე: biletebi.ge შეუძლია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი