საზოგადოება
28.10.2026 11:04
მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, გორის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება

ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით, გორში, სხვადასხვა ლოკაციაზე, 1496 აბონენტს წყალი არ მიეწოდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ავრცელებს და მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აბონენტებისთვის წყლის მიწოდება ხვალიდან, 29 ოქტომბრის 10:00 სააათიდან აღდგება.

რაც შეეხება მისამართებს, წყლის მიწოდება შეწყვეტილია: ჟ.შარტავას, დარიალის, დუშეთის, ი. სუხიშვილის, პ. მელიქიშვილის, მ.თოიძის, ლიახვის, ფრონეს, ერთობის, გ. მაზნიაშვილის, წვერიახოს, წმინდა ეპისკოპოს ალექსანდრეს, ბერი ფალავანდიშვილის ქუჩებზე, ასევე თბილისის გზატკეცილსა და ბერლინის ხეივანზე.

„წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები