გორში ინტელექტუალური შეჯიბრის „სიტყვის ძალა“ ფინალური შეხვედრა გაიმართა.
გამარჯვებისთვის ერთმანეთს გორის მუნიციპალიტეტის ხუთი სკოლის (მესამე, მეოთხე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის, მეჯვრისხევის და ყელქცეულის) გუნდი დაუპირისპირდა.
გამარჯვებულის ტიტული მეოთხე საჯარო სკოლამ (გუნდის წევრები: გიორგი საღირაშვილი (მეთაური), ანანო აბალაკი, ქეთი ჩიხლაძე, ანდრია თენაძე და ანდრო ოქროაშვილი; პედაგოგები: ეთერ ბერუაშვილი, მარინა ჯავახიშვილი, ნინო კვინიკაძე) მოიპოვა.
შეჯიბრი 27 ოქტომბერს ჩატარდა. ღონისძიებას ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა უმასპინძლა. აქტივობაში ჩართულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ცნობისთვის, ინტელექტუალური კონკურსი „სიტყვის ძალა“, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ორგანიზებით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით, ყოველწლიურად ტარდება.