გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავენ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2026 წლის 1-ელ ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის მიზნით, ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავენ.
კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქეებთან შეხვედრას საკრებულოს ყველა წევრი მართავს. ანგარიშის განხილვა კი ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობს და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დეტალურად გაეცნონ გაწეულ მუშაობას და პასუხები მიიღონ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კანონის თანახმად, ანგარიშვალდებულია როგორც ამომრჩევლის, ისე საკრებულოს წინაშე. შესაბამისად, ნოემბრის მორიგ სხდომაზე მარლენ ნადირაძე საკრებულოს წევრებს და საზოგადოებას ერთწლიანი მუშაობის შედეგებს წარუდგენს.