

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსად გიორგი ნინუა დაინიშნა.
ამ თანამდებობამდე, გიორგი ნინუა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
ნინუა სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე; ასევე, ქვემო ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილის - შტაბის უფროსი/სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; 2018 წელს კი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
გიორგი ნინუა დაიბადა 1979 წლის 7 მარტს, ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს