

ძლიერი წვიმა და სეტყვა გორში დახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სეტყვას ზიანი არ გამოუწვევია, რაც შეეხება ძლიერ წვიმას, უხვი ნალექის გამო ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ნიაღვრები წარმოიშვა.
არასტაბილური ამინდი გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. 5-დან 10 მაისის ჩათვლით მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება, ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი.
გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე 11 მაისიდან გამოიამინდებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს