

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში კვლავ 610 შემთხვევაა.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის - stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირებულთა რაოდენობა გაზრდილი არ არის. რამდენიმე ერთეულითაა შემცირებული კარანტინსა და სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირთა რაოდენობაც.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 5002 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 485 პაციენტი.
გარდაცვლილია 9 ინფიცირებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 269 პაციენტი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს