

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვების შერბილების მორიგი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, მთელი რიგი საწარმოები და სხვა ეკონომიკური საქმიანობები ფუნქციონირების განახლებას დღეიდან შეძლებენ.
რაც შეეხება ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე ობიექტებს, ასევე სავაჭრო ცენტრებს - ე. წ. მოლებს და ყველა სხვა ტიპის ბაზრობებს (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრებისა), მათი ფუნქციონირება კვლავ აკრძალული რჩება.
ასევე, აკრძალულია სილამაზის სალონების და კაფე-რესტორნების ფუნქციონირება (დაშვებულია მხოლოდ ღია მოსასვენებელი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება).
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს