

დღეიდან სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგი იწყება. პროცესს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, შესული განცხადებების საფუძველზე განახორციელებენ.
მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმური შემოწმების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, უკვე შეასრულონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება.
ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე მისულ პაციენეტებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით, გარკვეული მოთხოვნები, მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში შემუშავდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს